ოქსფორის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა #1TVSPORT
ოქსფორის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა #1TVSPORT

ოქსფორის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, დოქტორმა ტომ კროუფორდმა გამოიგონა ფორმულა, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრა ლეგენდარული ფეხბურთელების სიდიადე და გამოავლინა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე.

მან აირჩია 10 ფეხბურთელი – ისინი, ვისაც მინიმუმ ორჯერ აქვთ მოგებული „ოქროს ბურთი“ და ისინი, ვინც 1956 წლამდე აღიარეს, სანამ „ოქროს ბურთის“ პრიზს დააწესებდნენ. ამ ორ კატეგორიას დაემატა დიეგო მარადონა, რომელსაც „ოქროს ბურთი“ არასოდეს მოუგია იმ მიზეზის გამო, რომ დიდი ხანი ამ პრიზს მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადასცემდნენ.

მეცნიერმა შვიდი კრიტერიუმით განიხილა ფეხბურთელები: საკლუბო და სანაკრებო ტიტულები, საკლუბო და სანაკრებო გოლები, „ოქროს ბურთი“, პირადი რეკორდები და გამორჩეული სეზონები.

თითო კატეგორიაში ფეხბურთელებს ენიჭებოდათ ქულები, რომელიც საბოლოოდ დაჯამდა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო გამოცხადდა.

  1. კრიშტიანო რონალდო – 537 ქულა
  2. ლიონელ მესი – 503
  3. პელე – 459
  4. ფერენც პუშკაში – 305
  5. რონალდო – 281
  6. მარკო ვან ბასტენი – 237
  7. ალფრედო დი სტეფანო – 201
  8. მიშელ პლატინი – 177
  9. დიეგო მარადონა – 169
  10. იოჰან კრუიფი – 163