ოქსფორდში ინგლისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთობლივი წვრთნა ჩატარდება
ედი ჯოუნსმა ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ინგლისელები ექვსი ერის მომდევნო ორი მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც შოტლანდიასთან და იტალიასთან გამართავენ.
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 27-28 თებერვალს ოქსფორდში ინგლისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთობლივი საწვრთნელი პროცესი ჩატარდება. მილტონ ჰეიგის გუნდი ინგლისში 30-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, რომელთაგან 16 მორკინალი და 14 უკანახაზელია. რაგბი ევროპაზე რუმინეთთან და ესპანეთთან მოგებული მატჩების შემდეგ, ინგლისში გაფართოებულ შემადგენლობას ზურაბ ჟვანია, შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე, ხოლო ხაზს ტრავმამოშუშებული მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი და დავით კაჭარავა დაემატნენ. ბორჯღალოსნები 2 მარტს რაგბი ევროპის მესამე ტურის მატჩს ბრიუსელში ბელგიასთან თბილისის დროით 19 საათზე გამართავენ.
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
ლუქ ქოუვან-დიქი (ექსეთერ ჩიფსი)
თომ ქარი (სეილ შარქსი)
ჩარლი ეველსი (ბას რაგბი)
ელის გენჩი (ლესთერ თაიგერსი)
ჯემი ჯორჯი (სარასენსი)
ნეითან ჰიუზი (ვოსფსი)
ჯორჯ ქრუზი (სარასენსი)
ჯო ლონჩბრი (ვოსფსი)
ბენ მუნი (ექსეთერ ჩიფსი)
ბრედ შილდსი (ვოსფსი)
ქაილ სინქლერი (ჰარლიქუინზი)
ბილი ვუნიპოლა (სარასენსი)
ჰარი ვილიამსი (ექსეთერ ჩიფსი)
მარქ ვილსონი (ნიუქასლ ფალკონზი)
ჯო თოკა’ნასინგა (ბას რაგბი)
ელიოთ დეილი (ვოსფსი)
ოუენ ფარელი (სარასენსი)
ჯორჯ ფორდი (ლესთერ თაიგერსი)
ჯონი მეი (ლესთერ თაიგერსი)
ჯექ ნოული (ექსეთერ ჩიფსი)
დენ რობსონი (ვოსფსი)
ჰენრი სლეიდი (ექს)
ბენ თეო (ვსტ)
მანუ ტუილანგი (ლსთ)