ოქსანა კალაშნიკოვამ ისევ პირველ წრეში წააგო
ოქსანა კალაშნიკოვამ ისევ პირველ წრეში წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, 2018 წლის სეზონში WTA-ის მეორე ტურნირზეც პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

ჩინური შენჟენის შემდეგ, კალაშნიკოვა ავსტრალიის ქალაქ ჰობარტის ტურნირის წყვილთა თანრიგში ჩაება კოლუმბიელ მარიანა დუკე-მარინოსთან ერთად და დღეს დილით პირველი წრის შეხვედრა წააგო. მათი მეტოქე ანა-ლენა ფრიდზემისა და ელისონ ვან უიტვანკის გერმანულ-ბელგიურ დუეტი იყო.

პირველ სეტში გერმანელმა და ბელგიელმა ერთი ბრეიკის წყალობით იმარჯვეს, მეორეში კი დომინირებდნენ და საბოლოოდ, 52 წუთში 6:3, 6:0 მოიგეს.