ოქროს ტოლფასი გოლი - გველესიანმა „პერსეპოლისს“ ჩემპიონობა მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ოქროს ტოლფასი გოლი - გველესიანმა „პერსეპოლისს“ ჩემპიონობა მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონია – საქართველოს ნაკრების მცველმა „პერსეპოლისის“ ფორმით ირანის ჩემპიონატში „მეს რაფსანჯანის“ გაუტანა და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.

სპარსეთის პრო ლიგის 30-ე ტურის შეხვედრამდე ქართველი მცველის გუნდი კონკურენტ „ესტეგლალს“ ქულით ასწრებდა და ჩემპიონობის მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება აწყობდა. თუმცა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და გუნდი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევას შეხვედრის ბოლომდე ვერ ახერხებდა.

პერსეპოლისმა“ მაინც გაიტანა და ეს 85-ე წუთზე შეძლო. გველესიანი შეტევაში ჩაერთო, საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთისთვის ბრძოლაში მცველს დაასწრო და ეფექტური დარტყმით „მეს რაფსანჯანის“ კარში ზუსტად გააგზავნა.

ეს საჩემპიონო გამარჯვების მომტანი გოლი აღმოჩნდა. „პერსეპოლისმა” 68 ქულა დააგროვა, კონკურენტს ქულით გადაასწრო და ირანის ჩემპიონობა მე-15-ედ იზეიმა. გველესიანმა კი დასრულებულ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია.

ამ შეხვედრის შემდეგ გიორგი ავსტრიაში გაემგზავრება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.