ლაშა ბექაური ოლიმპიადის ფინალშია - პირველი ოქროს შანსი ტოკიოდან [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა ბექაური ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია ოლიმპიადის ნახევარფინალაში რუს მიხაელ იგოლნიკოვს შეხვდა, ერთი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი იქნება. ლაშამ კი კარიერის განმავლობაში 15 ფინალიდან მე-14 შეხვედრაში მოიპოვა გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვს სძლია.

 

1/16 ფინალი 

ბექაური VS კუჩერა

1/8 ფინალი

ბექაური VS კოჩმანი

1/4 ფინალი

ბექაური VS ბობონოვი

ტოკიო 2020 უმედლოდ დაასრულა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, რომელმაც შეხვედრა უზბეკ ძიუდოისტთან, ბობონოვთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე, ჯერჯერობით, ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.