ოქროს მედლების რეიტინგში გერმანია ლიდერობს
ოქროს მედლების რეიტინგში გერმანია ლიდერობს

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლების რამდენიმე კომპლექტი უკვე გათამაშდა და რეიტინგში ცამეტი ქვეყანა ფიგურირებს. თუ მხოლოდ ოქროს მედლების რაოდენობას მივიღებთ მხედველობაში, აქ ლიდერი გერმანიაა, რომლის წარმომადგენლებმა ოთხი ოქრო მოიპოვეს. მეორე ადგილს ჰოლანდია და აშშ იყოფენ, 2-2 ოქროთი, შემდეგ კი, თითო უმაღლესი სინჯის მედლით,  ექვსი ქვეყანა მოდის: ნორვეგია, კანადა, საფრანგეთი, ავსტრია, სამხრეთ კორეა და შვედეთი.

რაც შეეხება მედლების საერთო რაოდენობას, აქ პირველობას არავის უთმობს ნორვეგია. ამ ქვეყნის წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მთლიანობაში 8 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო), მეორე ადგილზე კანადაა (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო), შემდეგ კი გერმანია (4,0,1) და ჰოლანდია (2,2,1) მოდიან.

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე