ოქროს გოლის ავტორი მარიო გიოტცე მუნდიალზე არ წაიყვანეს
ოქროს გოლის ავტორი მარიო გიოტცე მუნდიალზე არ წაიყვანეს

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის 27-კაციანი სია გამოაქვეყნა, საიდანაც საბოლოო 23-კაციან განაცხადს დააკომპლექტებს.

ლიოვმა ნაკრებში გამოიძახა “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი, რომელმაც მთელი სეზონი გამოტოვა, მაგრამ სიაში ვერ ვხედავთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ოქროს გოლის ავტორ მარიო გიოტცეს.

სრულად გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), კევინ ტრაპი (პსჟ, საფრანგეთი);
მცველები – ჯერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), მატიას გინტერი (“გლადბახი”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), მატს ჰუმელსი (“ბაიერნი”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), მარვინ პლატენჰარდტი (“ჰერტა”), ანტონიო რიუდიგერი (“ჩელსი”, ინგლისი), ნიკლას ზიულე (“ბაიერნი”), ჯონათან ტა (“ლევერკუზენი”);
ნახევარმცველები – იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), ლეონ გორეტცკა (“შალკე”), ილქაი გიუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), სამი ხედირა (“იუვენტუსი”, იტალია), ტონი კროოსი (“რეალი”, ესპანეთი), მესუთ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), მარკო როისი (“დორტმუნდი”), სებასტიან რუდი (“ბაიერნი”);
ფორვარდები – მარიო გომესი (“შტუტგარტი”), თომას მიულერი (“ბაიერნი”), ნილს პეტერსენი (“ფრაიბურგი”), ლეროი სანე (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”).