„ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

პარიზში დასრულდა პოპულარულ ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია. საუკეთესოები წელს სამ ნომინაციაში დასახელდნენ:

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი რაიმონ კოპას სახელობის პრიზი საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს ერგო.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ლიონის „ოლიმპიკის“ ფეხბურთელი, ნორვეგიელი ადა ჰეგერბერგი გახდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი „რეალ მადრიდისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს გადაეცა.