„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება, ნომინანტებს 12 აგვისტოს გამოაცხადებენ #1TVSPORT
ცნობილი გახდა, როდის გაიმართება 2021-2022 წლების „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია.
ამ ჯილდოზე ნომინანტებს ჟურნალი France Football 12 აგვისტოს გამოაცხადებს, – ამის შესახებ წერია გამოცემის ოფიციალურ „ტვიტერზე“.
თავად დაჯილდოების ცერემონია 17 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესის გადაეცა.