ოქროს ბურთი 2025 | მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის შემდეგ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ განახლდა ბუკმეიკერთა კოეფიციენტები „ოქროს ბურთის“ მოგებაზე. ფავორიტი კვლავინდებურად „ბარსელონას“ გარემარბი რაფინიაა, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოეს კონკურენტებს.
17 აპრილის მონაცემებით პირველი ათეული ასე გამოუყურება:
რაფინია (ბარსელონა) – 2.0
უსმან დემბელე (პსჟ) – 6.0
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.0
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.0
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 8.0
კილიან მბაპე (რეალი) – 12.0
პედრი (ბარსელონა) – 15.0
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 20.0
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 32.0
დეკლან რაისი (არსენალი) – 40.0
ჰარი კეინი (ბაიერნი) – 50.0