„ოქროს ბუცი 2021“ - მესი ლევანდოვსკის მიუახლოვდა #1TVSPORT
„ოქროს ბუცი 2021“ - მესი ლევანდოვსკის მიუახლოვდა #1TVSPORT

მორიგი საკლუბო უქმეების შემდეგ, „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მცირე ინტრიგა შეიტანა „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც რვა გოლამდე შეამცირა სხვაობა ლიდერ რობერტ ლევანდოვსკისთან. ახლოს არის მესისთან „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ბოლო ტურში დუბლი შეასრულა.

“ოქროს ბუცის” რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 72 (36×2)
  2. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 56 (28×2)
  3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 54 (27×2)
  4. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 50 (25×2)
  5. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 50 (25×2)
  6. კილიან მბაპე (პსჟ) – 50 (25×2)
  7. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 43.5 (29×1.5)
  8. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 42 (21×2)
  9. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)-42 (21×2)
  10. რომელუ ლუკაკუ (ინტერი)-42 (21×2)
  11. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
  12. ხერარდ მორენო (ვილიარეალი)- 40 (20×2)
  13. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 40 (20×2)
  14. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 40 (20×2)
  15. ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 38 (19×2)
  16. ჩირო იმობილე (ლაციო) – 38 (19×2)
  17. ლუის მურიელი (ატალანტა) – 38 (19×2)
  18. დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა) – 38 (19×2)
  19. სიმი (კროტონე) – 38 (19×2)
  20. ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 38 (19×2)
  21. მემფის დეპაი (ლიონი) – 38 (19×2)

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი. იტალია. ესპანეთი. გერმანია. საფრანგეთი) ჩემპიონატებს.