„ოქროს ბუცი 2021“ - ლევანდოვსკი ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
„ოქროს ბუცი 2021“ - ლევანდოვსკი ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT

2020-21 წლების სეზონში „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლა დასრულდა. ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც მიჰყვებიან ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. პოლონელმა კარიერაში პირველად მოიგო ეს პრიზი.

“ოქროს ბუცის” რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 82 (41×2)
  2. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 60 (30×2)
  3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 58 (29×2)
  4. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 56 (28×2)
  5. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 54 (27×2)
  6. კილიან მბაპე (პსჟ) – 54 (27×2)
  7. რომელუ ლუკაკუ (ინტერი)-48 (24×2)
  8. ხერარდ მორენო (ვილიარეალი)- 46 (23×2)
  9. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 46 (23×2)
  10. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)- 46 (23×2)
  11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 44 (22×2)
  12. ლუის მურიელი (ატალანტა) – 44 (22×2)
  13. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 43.5 (29×1.5)
  14. ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 42 (21×2)
  15. დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა) – 42 (21×2)
  16. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
  17. პატსონ დაკა (ზალცბურგი) – 40.5 (27×1.5)
  18. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 40 (20×2)
  19. ჩირო იმობილე (ლაციო) – 40 (20×2)
  20. ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 40 (20×2)
  21. მემფის დეპაი (ლიონი) – 40 (20×2)
  22. სიმი (კროტონე) – 40 (20×2)
  23. ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი) – 40 (20×2)

 

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი. იტალია. ესპანეთი. გერმანია. საფრანგეთი) ჩემპიონატებს.