სერია A-ს ბოლო ტურში შესრულებული დუბლის შემდეგ, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მესამე ადგილზეა 2020 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. ამ მომენტისთვის ის ექვსი გოლით ჩამორჩება „ბაიერნის“ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის და ერთით „ლაციოს“ ბომბარდირს ჩირო იმობილეს.
პოლონელის გასასწრებად პორტუგალიელს ექვსი მატჩი რჩება. გოლების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობა.
აღვნიშნავთ, რომ ბოლო 10 წელიწადში რონალდომ ხუთჯერ გაიტანა ექვსზე მეტი გოლი ბოლო ექვს ტურში.
კრიშტიანო რონალდოს „ოქროს ბუცი“ კარიერაში ოთხჯერ აქვს მოგებული – 2008, 2011, 2014 და 2015 წლებში.
2019-20 წლების სეზონის „ოქროს ბუცის“ რეიტინგი:
1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 68 (34 გოლი x 2.0)
2. ჩირო იმობილე (ლაციო) – 58 (29 გოლი x 2)
3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 56 (28 გოლი x 2.0)
3. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 56 (28 გოლი x 2.0)
5. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 50 (16 გოლი x 1.5, 13 გოლი x 2)*
6. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 46 (23 გოლი x 2.0)
7. შონ ვაისმანი (ვოლფსბერგერი) – 45 (30 გოლი x 1.5)
8. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 44 (22 გოლი x 2.0)
9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 40 (20 გოლი x 2.0)
9. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 40 (20 გოლი x 2.0)
* – ერლინგ ჰალანდმა ამ სეზონში „ზალცბურგის” რიგებში 16 გოლი გაიტანა. ეს რიცხვი გამრავლდა ავსტრიის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე (1.5).
„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.