ოქროს ბუცი 2019/2020 - ლევანდოვსკის 12-ქულიანი უპირატესობა აქვს
ოქროს ბუცი 2019/2020 - ლევანდოვსკის 12-ქულიანი უპირატესობა აქვს

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 2019-2020 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ძირითადი ფავორიტია. პოლონელმა 34 გოლით დაასრულა სეზონი, რამაც მას 68 ქულა მოუტანა. უახლოეს მდევარს, „ლაციოს“ ფორვარდს, ჩირო იმობილეს 56 ქულა აქვს. აღვნიშნავთ, რომ იტალიის ჩემპიონატში კიდევ 10 ტურია ჩასატარებელი.

2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირები:

1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 68 (34 გოლი x 2.0)

2. ჩირო იმობილე (ლაციო) – 56 (28 გოლი x 2)

3. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 56 (28 გოლი x 2.0)

4. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 50 (16 გოლი x 1.5, 13 გოლი x 2)*

5. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 46 (23 გოლი x 2.0)

6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 42 (21 გოლი x 2.0)

7. შონ ვაისმანი (ვოლფსბერგი) – 40.5 (27 გოლი x 1.5)

8. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 38 (19 გოლი x 2.0)

9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 38 (19 გოლი x 2.0)

10. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 (18 გოლი x 2.0)

11. ვისამ ბენ-იედერი (მონაკო) – 36 (18 გოლი x 2.0)

* – ერლინგ ჰაალანდმა ამ სეზონზე „ზალცბურგის“ რიგებში 16 გოლი გაიტანა. ეს რიცხვი გამრავლდა ავსტრიის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე (1.5).

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.