მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ, 2018 წლის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ახალი ლიდერი გამოჩნდა. ინგლისის ჩემპიონატში “უოტფორდის” წინააღმდეგ პოკერის შესრულების შემდეგ, ამ მომენტისთვის ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი “ლივერპულის” ფორვარდი მოჰამედ სალაჰია. ეგვიპტელმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვა მთავარ კონკურენტებზე, რომელთაგანაც მხოლოდ ლიონელ მესიმ გაიტანა, ისიც მხოლოდ ერთი გოლი.
2018 წლის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში პირველი ათეული ასეთია:
1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 56 ქულა (28×2)
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) 50 (25×2)
3-5. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 48 (24×2)
3-5. ედინსონ კავანი (პსჟ) 48 (24×2)
3-5. ჩირო იმობილე (ლაციო) 48 (24×2)
6. ჟონასი (ბენფიკა) 46,5 (31×1,5)
7. რობერი ლევანდოვსკი (ბაიერნი) 46 (23×2)
8-9. მაურო იკარდი (ინტერი) 44 (22×2)
8-9. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) 44 (22×2)
10-11. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 42 (21×2)
10-11. ლუის სუარესი (ბარსელონა) 42 (21×2)
“ოქროს ბუცის” რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე. ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში გატანილი გოლი ორ ქულად ფასდება.