ოქროს ბუცი 2018/19 - მესიმ ლიდერობა განიმტკიცა
ოქროს ბუცი 2018/19 - მესიმ ლიდერობა განიმტკიცა

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ, 2018-19 წლების „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ისევ „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ლიდერობს. არგენტინელმა „ვალენსიასთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და საკუთარი პოზიციები გაიმყარა.

ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 42 (21 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 (18 გოლი x 2.0)
3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 34 (17 გოლი x 2)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 32 (16 გოლი x 2.0)
4. ედინსონ კავანი (პსჟ) – 32 (16 გოლი x 2.0)
4. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 32 (16 გოლი x 2.0)
4. ნიკოლა პეპე (ლილი) – 32 (16 გოლი x 2)
8. ლილიუ (კალიუ) – 31 (31 გოლი x 1.0)
9. მბაიე დიანი (ქასიმფაშა) – 30 (20 გოლი x 1.5)
9. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა) – 30 (30 გოლი x 1.0)
9. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 30 (15 გოლი x 2.0)
9. პაულინიო (ჰაკენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
9. დუვან საპატა (ატალანტა) – 30 (15 გოლი x 2.0)
9. პიერ-ემერიკ ობამეიანში (არსენალი) – 30 (15 გოლი x 2.0)
15. პატრიკ ჰობანი (დანდალკი) – 29 (29 გოლი x 1.0)
16. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 28 (14 გოლი x 2.0)
16. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) – 28 (14 გოლი x 2.0)
16. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 28 (14 გოლი x 2.0)
16. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 28 (14 გოლი x 2.0)
20. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 27 (18 გოლი x 1.5)

რეიტინგში ვხედავთ ესტონეთის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ ფორვარდს ზაქარია ბეგლარიშვილს, მაგრამ იმის გამო, რომ ესტონეთში პირველობა „გაზაფხული-შემოდგომა“ სისტემით მიმდინარეობს, ის თავისი მონაგარის გაზრდას ვერ შეძლებს.

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება.