ოქროს ბუცი 2018/19 - მესიმ კონკურენტებთან სხვაობა შეინარჩუნა
ოქროს ბუცი 2018/19 - მესიმ კონკურენტებთან სხვაობა შეინარჩუნა

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ, 2018-19 წლების „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ისევ „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ლიდერობს. მან თავისი გოლით უპასუხა უახლოესი მდევრების – კილიან მბაპესა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებს და შეინარჩუნა მათთან ექვსქულიანი უპირატესობა.
ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება –

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 44 (22 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 38 (19 გოლი x 2.0)
2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17 გოლი x 2.0)
4. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
4. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 34 (17 გოლი x 2.0)
4. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 34 (17 გოლი x 2.0)
8. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 32 (16 გოლი x 2.0)
8. ნიკოლა პეპე (ლილი) – 32 (16 გოლი x 2)
8. დუვან საპატა (ატალანტა) – 32 (16 გოლი x 2.0)
11. მბაიე დიანი (ქასიმფაშა) – 31.5 (21 გოლი x 1.5)
11. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 31.5 (21 გოლი x 1.5)
13. ლილიუ (კალიუ) – 31 (31 გოლი x 1.0)
14. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
14. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა) – 30 (30 გოლი x 1.0)
14. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 30 (15 გოლი x 2.0)
14. პაულინიო (ჰაკენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
14. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 30 (15 გოლი x 2.0)
14. ნიკოლაი კომლიჩენკო (ბოლესლავი) – 30 (20 გოლი x 1.5)
14. მბვანა სამატა (გენკი) – 30 (20 გოლი x 1.5)

რეიტინგში ვხედავთ ესტონეთის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ ფორვარდს ზაქარია ბეგლარიშვილს, მაგრამ იმის გამო, რომ ესტონეთში პირველობა „გაზაფხული-შემოდგომა“ სისტემით მიმდინარეობს, ის თავისი მონაგარის გაზრდას ვერ შეძლებს.

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.