„სევილიას“ წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, 2018-19 წლების „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ უპირატესობა უახლოეს მდევრებთან – კილიან მბაპესთან და კრიშტიანუ რონალდუსთან კიდევ უფრო გაზარდა.
ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 50 (25 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 44 (22 გოლი x 2.0)
3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)
4. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 36 (18 გოლი x 2.0)
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17 გოლი x 2.0)
5. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
5. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 34 (17 გოლი x 2.0)
5. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 34 (17 გოლი x 2.0)
9. ნიკოლა პეპე (ლილი) – 32 (16 გოლი x 2)
9. დუვან საპატა (ატალანტა) – 32 (16 გოლი x 2.0)
9. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 32 (16 გოლი x 2.0)
12. მბაიე დიანი (ქასიმფაშა) – 31.5 (21 გოლი x 1.5)
12. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 31.5 (21 გოლი x 1.5)
14. ლილიუ (კალიუ) – 31 (31 გოლი x 1.0)
15. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
15. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა) – 30 (30 გოლი x 1.0)
15. პაულინიო (ჰაკენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
15. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 30 (15 გოლი x 2.0)
15. ნიკოლაი კომლიჩენკო (ბოლესლავი) – 30 (20 გოლი x 1.5)
15. მბვანა სამატა (გენკი) – 30 (20 გოლი x 1.5)
15. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 30 (15 გოლი x 2.0)
15. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) – 30 (15 გოლი x 2.0)
რეიტინგში ვხედავთ ესტონეთის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ ფორვარდს ზაქარია ბეგლარიშვილს, მაგრამ იმის გამო, რომ ესტონეთში პირველობა „გაზაფხული-შემოდგომა“ სისტემით მიმდინარეობს, ის თავისი მონაგარის გაზრდას ვერ შეძლებს.
„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება.