მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ, 2018-19 წლების „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში, ისევ „ბარსელონას“ ფორვარდი, ლიონელ მესი ლიდერობს.
ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 38 (19 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 36.0 (18 გოლი x 2.0)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 32.0 (16 გოლი x 2.0)
3. ედინსონ კავანი (პსჟ) – 32.0 (16 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 32.0 (16 გოლი x 2.0)
6. ლილიუ (კალიუ) – 31.0 (31 გოლი x 1.0)
7. მბეიე დიანი (ქასიმფაშა) – 30.0 (20 გოლი x 1.5)
7. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა) – 30.0 (30 გოლი x 1.0)
7. პაულინიო (ჰაკენი) – 30.0 (20 გოლი x 1.5)
7. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 30.0 (20 გოლი x 1.5)
7. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 30.0 (20 გოლი x 1.5)
7. დუვან საპატა (ატალანტა) – 30.0 (20 გოლი x 1.5)
7. ნიკოლა პეპე (ლილი) – 30.0 (20 გოლი x 1.5)
რეიტინგში ვხედავთ ესტონეთის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ ფორვარდს ზაქარია ბეგლარიშვილს, მაგრამ იმის გამო, რომ ესტონეთში პირველობა „გაზაფხული-შემოდგომა“ სისტემით მიმდინარეობს, ის თავისი მონაგარის გაზრდას ვერ შეძლებს.
„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.
პრიზის მოქმედი მფლობელია ლიონელ მესი, რომელსაც „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ აქვს მოგებული.