ოქროს ბუცი 2018/19 - მესი ისევ ლიდერია
ოქროს ბუცი 2018/19 - მესი ისევ ლიდერია

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ, 2018-19 წლების ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ისევ ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი ლიდერობს. არგენტინელმა დუბლი შეასრულა ვალენსიასთან მატჩში და საკუთარი პოზიციები გაიმყარა.

ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 42 (21 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 (18 გოლი x 2.0)
2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 36 (18 გოლი x 2)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17 გოლი x 2.0)
4. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
4. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 34 (17 გოლი x 2.0)
7. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 32 (16 გოლი x 2.0)
7. ნიკოლა პეპე (ლილი) – 32 (16 გოლი x 2)
7. დუვან საპატა (ატალანტა) – 32 (16 გოლი x 2.0)
10. ლილიუ (კალიუ) – 31 (31 გოლი x 1.0)
11. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 30 (15 გოლი x 2.0)
11. პიერ-ემერიკ ობამეიანში (არსენალი) – 30 (15 გოლი x 2.0)
11. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 30 (15 გოლი x 2.0)
11. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
11. მბაიე დიანი (ქასიმფაშა) – 30 (20 გოლი x 1.5)
11. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა) – 30 (30 გოლი x 1.0)
11. პაულინიო (ჰაკენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
18. პატრიკ ჰობანი (დანდალკი) – 29 (29 გოლი x 1.0)
19. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 28 (14 გოლი x 2.0)
19. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) – 28 (14 გოლი x 2.0)

რეიტინგში ვხედავთ ესტონეთის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ ფორვარდ ზაქარია ბეგლარიშვილს, მაგრამ იმის გამო, რომ ესტონეთში პირველობა გაზაფხული-შემოდგომის სისტემით მიმდინარეობს, ის თავისი მონაგარის გაზრდას ვერ შეძლებს.

ოქროს ბუცი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.