ოქროს ბუცი 2018/19 - ლიონელ მესი ოთხი ბურთით დაწინაურდა
ოქროს ბუცი 2018/19 - ლიონელ მესი ოთხი ბურთით დაწინაურდა

გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ოქროს ბუცის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ ისევ გაზარდა უპირატესობა პარი სენ-ჟერმენის  ფორვარდ კილიან მბაპესთან. მათ შორის სხვაობა რვა ქულამდე (ოთხი გოლი) გაიზარდა.

მესის ესპანეთის ჩემპიონატში სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი, მბაპეს საფრანგეთის ჩემპიონატში – ხუთი.
ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 68 (34 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 60 (30 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 46 (23 გოლი x 2.0)
4. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. მბაიე დიანი (გალათასარაი) – 42 (28 გოლი x 1.5)
4. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 42 (28 გოლი x 1.5)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. დუვან საპატა (ატალანტა) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 42 (21 გოლი x 2.0)
12. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 40 (20 გოლი x 2.0)
12. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 40 (20 გოლი x 2.0)
12. სადიო მანე (ლივერპული) – 40 (20 გოლი x 2.0)
15. ნიკოლა პეპე (ლილი) – 38 (19 გოლი x 2)
15. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 38 (19 გოლი x 2.0)
17. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 36 (18 გოლი x 2.0)
17. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 36 (24 გოლი x 1.5)
17. დუშან ტადიჩი (აიაქსი) – 36 (24 გოლი x 1.5)
17. ნიკოლაი კომლიჩენკო (ბოლესლავი) – 36 (24 გოლი x 1.5)
17. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 36 (18 გოლი x 2.0)

ოქროს ბუცი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.