გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ოქროს ბუცის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა თავის კონკურენტებთან. არგენტინელი ძალიან ახლოს არის ამ პრიზის მეექვსედ მოგებასთან. მესის ოქროს ბუცი 2010, 2012, 2013, 2017 და 2018 წლებში მოუპოვებია.
ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 66 (33 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 54 (27 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 42 (21 გოლი x 2.0)
3. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 42 (21 გოლი x 2.0)
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 42 (21 გოლი x 2.0)
6. დუვან საპატა (ატალანტა) – 40 (20 გოლი x 2.0)
6. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 40 (20 გოლი x 2.0)
8. მბაიე დიანი (გალათასარაი) – 39 (26 გოლი x 1.5)
9. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)
9. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 38 (19 გოლი x 2.0)
11. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 37.5 (25 გოლი x 1.5)
12. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 36 (18 გოლი x 2.0)
12. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 36 (18 გოლი x 2.0)
12. ნიკოლა პეპე (ლილი) – 36 (18 გოლი x 2)
12. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 36 (24 გოლი x 1.5)
16. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. სადიო მანე (ლივერპული) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 34 (17 გოლი x 2.0)
ოქროს ბუცი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.