ოქრიაშვილთან დაკავშირებით ქეცბაიას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - ხელშეკრულება სრულდება და ჯერ არ განახლებულა
გამოცემა protathlima-მ თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობას და ფამაგუსტას „ანორთოსისში“ მის მომავალს წერილი მიუძღვნა და პესიმისტური ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, მწირი ბიუჯეტის გამო, გუნდმა ტრავმირებული ქართველის ნაცვლად სხვა მოთამაშე აიყვანოს.
როგორ არის თორნიკე ოქრიაშვილი? როდის იქნება მზად? არსებობს კი შანსი, რომ „აპოელთან“ (24 იანვარს) ითამაშოს?
ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და მუხლზე დაზიანების გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
ოქრიაშვილთან დაკავშირებით შემდეგი ვითარებაა: მან ჯერ ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით ვარჯიში ვერ მოახერხა.
ერთ კვირაში, ის კვლავ მიდის ექიმთან, რომელიც მის მდგომარეობას შეაფასებს და შესაძლოა, „მწვანე შუქი“ აუნთოს. ამის შემდეგ, ვარჯიშის დასაწყებად, შესაძლოა, კიდევ 3-4 კვირა დასჭირდეს. გასაგებია, რომ ოქრიაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი. მაგრამ ახლა ეს საკითხი თემურ ქეცბაიამ უნდა გადაჭრას. რამდენ ხანს დაელოდება მწვრთნელი თანამემამულეს?
როგორც კი „ანორთოსისი“ ძირითადი შემადგენლობისთვის სხვა მოთამაშეს დაიმატებს, ვიღაც უნდა გაუშვან და შესაძლებელია ეს პრობლემა დაკავშირებული იყოს თორნიკესთან. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, მას სრული დატვირთვით ვარჯიშისთვის რა დრო დასჭირდება.
საბოლოო გადაწყვეტილება, ვინ დატოვებს გუნდს, ჯერ არ მიუღიათ. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილს კონტრაქტის ვადა მაისში ეწურება. ნებისმიერ შემთხვევაში, მწვრთნელს და ხელმძღვანელობას კონკრეტულ მოთამაშესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.