ოქრიაშვილის გადაყვანას ჩინური გუნდი ცდილობდა, მაგრამ „აპოელი“ არ დათანხმდა #1TVSPORT
„აპოელი“, სადაც ამჟამად სამი ქართველი ფეხბურთელი (თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაია) ირიცხება, ახალი სეზონიდან სრულიად განსხვავებული გუნდი იქნება – ინფორმაციას რადიო „სუპერ სპორტ ფმ“-ის ინტერნეტ-პორტალი ავრცელებს.
„აპოელის“ ვეტერანმა კოსტას ფასულიოტისმა გუნდი მკაცრად გააკრიტიკა ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის დაკარგვის გამო – ნიქოზიელებმა ბოლო ტურის მატჩი „პაფოსთან“ წააგეს და მხოლოდ კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვეს.
„ჩვენ არ მოვითმენთ მსგავს ქცევას მოედანზე. ყველას აქვს პასუხისმგებლობა. „აპოელი“ 10-12 ფეხბურთელმა მაინც უნდა დატოვოს“, – თქვა გუნდის ვეტერანმა.
გამოცემა goal.philenews კი ამტკიცებს, რომ ოქრიაშვილის წასვლა გადაწყვეტილია და ქართველს ზამთარში ჩინურ კლუბში იწვევდნენ.
„დასრულებული სეზონში „აპოელის“ ხელმძღვანელობისთვის ორი ურთულესი შემთხვევა ოქრიაშვილი და დე ვინსენტი არიან. ქართველს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ გასულ სეზონში მისი თამაში გუნდს არ აკმაყოფილებდა. შესაძლოა, გუნდმა ფეხბურთელის გაყიდვა სცადოს. იანვარში ქართველის გადაყვანას ჩინური გუნდი ცდილობდა, მაგრამ „აპოელი“ შეთავაზებას არ დათანხმდა“.