ოქრიაშვილი მიქაუტაძის ნაცვლად - სანიოლმა კოსოვოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთმანეთს დღეს პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.
კოსოვოს მხარე: მურიჩი – ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლიი, ალიტი – ჰალიმი, დრეშევიჩი, ცელინა – რაშანი, მურიქი, რაშიცა.
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – გვილია, კვეკვესკირი – ლობჟანიძე, წიტაიშვილი, კვარაცხელია – ოქრიაშვილი
შემადგენლობას დაუბრუნდა დისკვალიფიცირებული გურამ კაშია. თამაშის უფლება აქვს გოგა ჩაბრაძესაც, რომელსაც საბერძნეთთან მატჩში მონაწილეობის უფლება ასევე ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო არ ჰქონდა, მაგრამ ვილი სანიოლმა ამ პოზიციაზე ოთარ კაკაბაძის დაყენება ამჯობინა.
დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავასა და გიორგი აბურჯანიას ნაცვლად ვაკო გვილია და ნიკა კვეკვესკირი გამოჩდნენ, ხოლო ტრავმირებულ გიორგი მიქაუტაძეს თავდასხმაში შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილის თამაში ამჯობინა.
საქართველოს ნაკრებს ავადმყოფობის გამო ბოლო მომენტში გიორგი ჩაკვეტაძეც დააკლდა და ვილი სანიოლმა ის გიორგი წიტაიშვილით ჩაანაცვლა.
კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება დღეს, 12 ოქტომბერს, პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.