ოქრიაშვილი ლატვიასთანაც ვერ ითამაშებს
ოქრიაშვილი ლატვიასთანაც ვერ ითამაშებს

სამწუხარო ამბავია – თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია. ის ნაკრებს ვერც ანდორასთან დაეხმარა და ვერც 16 ოქტომბერს, ლატვიასთან ითამაშებს.

26 წლის ფეხბურთელის უთამაშებლობის მიზეზებზე ანდორასთან მოგების (3:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.ვლადიმერ ვაისმა ილაპარაკა.

„სამწუხაროდ, ოქრიაშვილი მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა, კუნთის მიკრო ტრავმა აქვს და პლუს, საზარდული აწუხებს. ამის გამო ის ლატვიასთანაც ვერ დაგვეხმარება და ბოლო მომაცემებით, ორი კვირა ვერ ითამაშებს. ეს სამწუხარო ამბავია, რადგან თორნიკეს მსგავსი ფეხბურთელები სწორედ ასეთ თამაშებშია საჭირო, რადგან ერთი-ერთზე კარგად თამაშობს და შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.“