„ოპტას“ განახლებული სტატისტიკა - კვარაცხელია უკვე 30 გოლში მონაწილეობდა, რაც მის ასაკში რეკორდია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი რეკორდი დაამყარა – ინფორმაციას ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის გვერდი „ოპტა“ ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 49 მატჩი ჩაატარა და 30 გოლში მიიღო მონაწილეობა – 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2004-2005 წლებიდან მოყოლებული, ხვიჩა მხოლოდ მესამე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ პირველ 50 მატჩში ასეთი მაჩვენებელი დაუგროვდა.
მასზე ახალგაზრდები, რომლებმაც მსგავსი შედეგი აჩვენეს, მხოლოდ დომენიკო ბერარდი და ალეშანდრო პატო იყვნენ. ბერარდი „სასუოლოში“ ჩატარებულ პირველ 42 მატჩში 31 გოლში მონაწილეობდა, ხოლო პატომ „ინტერსა“ და „მილანში“ გამართულ 45 შეხვედრაში 30 გოლში შეიტანა წვლილი“, – წერს „ოპტა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ „სტადიო დიეგო მარადონაზე“ „კალიარი“ 2:1 დაამარცხა. ხვიჩამ თავი 75-ე წუთზე გამოიჩინა – ვიქტორ ოსიმენის გადაცემით გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების თავდასხმელს მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა, პირველ სეზონში კი 12 გოლი და 10 საგოლე პასი შეასრულა.