Opta ანალიზის მიხედვით, სერია A-ს ფავორიტი „ინტერია“ - კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ პროგნოზები უნდა დაამსხვრიოს #1TVSPORT
„ინტერი“ 2024/2025 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონის ტიტულის ყველაზე რეალური კანდიდატია, „ნაპოლი“ კი მე-8 ადგილზე გავა – ამის შესახებ ანალიტიკურმა კომპანია Opta-ს იწინასწარმეტყველა.
ანალიტიკური კომპანიის სუპერკომპიუტერის შეფასებით, „ინტერს“ ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი გააჩნია. გასულ სეზონში ნერაძურებმა, რომლებიც იტალიის ჩემპიონები მე-20-ჯერ გახდნენ, შეინარჩუნეს შემადგენლობა და გაძლიერდნენ ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან მეჰდი ტარემი და პიოტრ ზელინსკი.
შემდეგ ადგილებს იკავებენ „ატალანტა“, „იუვენტუსი“ და „მილანი“, ხოლო „ნაპოლის“ მხოლოდ მე-8 პოზიციაზე გასვლის და ევროსაგზურის მოპოვების კანდიდატად დაასახელეს.
1: ინტერი – 84,9 საშუალო ქულა
2: ატალანტა – 73.0
3: იუვენტუსი – 68,5
4: მილანი – 65,6
5: რომა – 63,8
6: ბოლონია – 63.1
7: ლაციო – 62.3
8: ნაპოლი – 58,9
9: ფიორენტინა – 58,5
10: ტორინო – 54,5
11: ჯენოა – 46,3
12: მონცა – 44,7
13: უდინეზე – 44.6
14: ემპოლი – 41.1
15: ჰელას ვერონა – 39,5
16: ლეჩე – 38.6
17: პარმა – 37.6
18: ვენეცია – 36.8
19: კალიარი – 36.5
20: კომო – 36.2
როგორ მუშაობს Opta სუპერკომპიუტერის მოდელი? Opta’s League Prediction მოდელი აფასებს გუნდების პოტენციალს. აქედან გამომდინარე, სუპერკომპიუტერი ასკვნის, რამდენად წარმატებული იქნება გუნდის სეზონი.
მოდელი აფასებს თითოეული მატჩის შედეგის ალბათობას (მოგება, ფრე ან წაგება) ფსონების ბაზრის შანსებისა და Opta Power Rankings-ის გამოყენებით. შანსები და რეიტინგი ეფუძნება ისტორიულ და ბოლოდროინდელ შედეგებს და მათ ანალიზს.
თუმცა, ეს მაინც კომპიუტერული ვერსიაა, რაც ყოველთვის არ მართლდება. გამოცდილი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მისვლით კი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გაძლიერდა და ძველი პოზიციების დაბრუნებას და მსგავსი პროგნოზების დამსხვრევას შეეცდება.