ოპერაცია გადაიდო, ხოჭოლავამ ითამაშა, „კოპენჰაგენი“ გალიდერდა #1TVSPORT
ოპერაცია გადაიდო, ხოჭოლავამ ითამაშა, „კოპენჰაგენი“ გალიდერდა #1TVSPORT

დათა ხოჭოლავა მოულოდნელად გამოჩნდა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში დანიის ჩემპიონატის შეხვედრაში „ნორდშელანდის“ წინააღმდეგ, რომელიც ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.

დანიის სუპერლიგის ჩემპიონშიფის ჯგუფის 23-ე ტურის მატჩში „კოპენჰაგენმა“ გათამაშების ლიდერს „პარკენ არენაზე“ უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის შეკრებაზე ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო არ ჩამოვიდა.

ჯეოთიმთან“ შემდეგ თავად ხოჭოლავამ განაცხადა, რომ კლუბში ნემსებით ათამაშეს, მაგრამ სანაკრებო პაუზის პერიოდში მენისკის ოპერაცია არ გაუკეთებია, „ჯეოთიმის“ ცნობით, დანიის ჩემპიონის სამი მცველი ტრავმირებული იყო და როგორც ჩანს, კლუბმა მისი თამაში ამიტომ გადაწყვიტა.

მატჩი კი 82-ე წუთზე გატანილი გოლით „კოპენჰაგენმა“ 2:1 მოიგო, 45 ქულა დააგროვა, „ნორდშელანდს“ (43) გადაასწრო და ჩემპიონატში გალიდერდა.