ონლაინმედია რეიტინგები alexa.com-ის, youtube.com-ისა და google analytics-ის მიხედვით
ონლაინმედია რეიტინგები alexa.com-ის, youtube.com-ისა და google analytics-ის მიხედვით

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.

ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.

იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც აქტიურად იყენებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები.

მთვლელი ეფუძნება ვებგვერდების მომხმარებლების სხვადასხვა მაჩვენებლებს ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ონლაინმედია რეიტინგებს საქართველოს პირველი არხი ყოველკვირეულად გამოაქვეყნებს.

ტელევიზიების იუთუბარხების სტატისტიკურ მონაცემებში დათვლილია ამ ტელევიზიების ოფიციალური იუთუბარხებისა და სხვადასხვა პროექტების არხების ჯამური მონაცემები.