Onefootball - დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ აშკარად გამოირჩევა [ვიდეო] #1TVSPORT
Onefootball-მა საფრანგეთის ლიგა1-ის ბოლო ტურის ამბები მიმოიხილა – გამოცემამ ყურადღება ზურიკო დავითაშვილზე გაამახვილა, რომელიც L’Equipe-მა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და ქართველ შემტევს „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო მოთამაშე უწოდა.
„სეზონის რთული დაწყების შემდეგ, „ბორდოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა და მისმა გუნდმა „სენტ-ეტიენმა“ პარასკევს საღამოს პირველი გამარჯვება „ლილთან“ მოიპოვეს (1:0).
ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში ოთხჯერ ითამაშა, გადამწყვეტი როლი პირველად ამ მატჩში შეასრულა და საფრანგეთში დიდი აღიარება დაიმსახურა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლითაც ამ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა.
შემთხვევითი არაა, გაზეთმა L’Equipe-მა დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა1-ის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში რომ დაასახელა. ქართველმა შემტევმა 7 ქულა მიიღო. დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ აშკარად გამოირჩევა“, – წერს გამოცემა Onefootball.