„ომონიის“ მწვრთნელი - ვგრძნობდი, რომ „ტორპედოსთან“ რეალური საფრთხე არ გვემუქრებოდა #1TVSPORT
„ომონიის“ ლიეტუველმა მწვრთნელმა, ვალდას დაბრაუსკასმა ქუთაისში „ტორპედოსთან“ თამაშისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის (3:1, 2:1) შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ქუთაისის „ტორპედო“ კარგი გუნდია და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. თამაში ისე გამოვიდა, როგორც ველოდით, ანუ მეტოქემ თავისი შანსებით ისარგებლა. საერთოდ, მატჩის დასაწყისით კმაყოფილი არ ვიყავი. ჩვენ რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მეორე ტაიმი მართლაც კარგად ვითამაშეთ და ბურთის ფლობით და მაღალი პრესინგით მიზანს მივაღწიეთ.
შეგვეძლო ანგარიში 0:2 გაგვეხადა. თუმცა ალბათ გასახდელში სათანადო სიტყვები ვერ ვიპოვე. გოლიც სწრაფად გავუშვით, მეტოქე კი შესაძლებლობებს კონტრშეტევებში პოულობდა. ველოდით, რომ ჩვენზე ზეწოლას მოახდენდნენ. მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი, რომ რეალური საფრთხე არ გვემუქრებოდა. საბოლოოდ, მეორე გოლი გავიდა და გვიხარია, რომ მოვიგეთ.
შემდეგი მეტოქე „ფეჰერვარი“ იქნება, მაგრამ ახლა მთელი ჩვენი ყურადღება „ტორპედოზე“ იყო მიმართული და ჯერ უნგრულ კლუბზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ადაპტირება, როცა მეტოქე თამაშის დროს ტაქტიკას ცვლის. მსგავსი თამაშები გვეხმარება, რომ უკეთესი გუნდი გავხდეთ“.