ომარ თეთრაძე - თუ სპალეტიმ კვარაცხელია „ნაპოლიში“ მიიწვია, მაშინ ის პოტენციალს ხედავს #1TVSPORT
ომარ თეთრაძე - თუ სპალეტიმ კვარაცხელია „ნაპოლიში“ მიიწვია, მაშინ ის პოტენციალს ხედავს #1TVSPORT

თბილისის „დინამოსა“ და „რომას“ ყოფილმა მცველმა ომარ თეთრაძემ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივები შეაფასა.

„იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია იტალიაში ითამაშებს. ის ძლიერი, კარგი ფეხბურთელია. ხვიჩას ბევრი მინუსებიც აქვს, მაგრამ ბევრი კარგი თვისება გააჩნია – მაღალი სიჩქარე, დრიბლინგი, შეტევაში აგრესიულობა. ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“, – ამბობს თეთრაძე.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის რუსეთში ამ დონის ფეხბურთელი არ არის.

„რუსეთს დღეს არ ჰყავს ისეთი მოთამაშეები, როგორიც კვარაცხელიაა. სპალეტი („ნაპოლის“ მწვრთნელი) სულელი არაა. თუ „ნაპოლიში“ მიიწვია, მაშინ ის პოტენციალს ხედავს. კიდევ ერთი კითხვა: როგორ განვითარდება იქ, შეძლებს თუ არა გადაწყობას? ბევრი რამ ასევე დამოკიდებულია მოთამაშეზე. უპირველეს ყოვლისა, მას ვურჩევდი, ენა ისწავლოს“, – განაცხადა თეთრაძემ.

თეთრაძის თქმით, ახლა ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში წასვლა აღარც სურთ და ამავე დროს, ყურადღება რუსული კლუბების უცნაურ პოზიციაზეც გაამახვილა.

„შესაძლოა, მათ რუსეთში წასვლა ახლა (ქართველებს) თავად აღარ სურთ. მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მოქმედებს. მაგრამ ჯერ კიდევ სანქციების დაწესებამდე, დაახლოებით რვა თვით ადრე, რამდენიმე მოსკოვურ კლუბს ორ ქართველ ფეხბურთელზე დაკვირვება შევთავაზე. მაგრამ ყურიდან ყურში გაატარეს. ადამიანებს ფეხბურთზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მხოლოდ ერთ გუნდთან შევთანხმდით, რომ ამ საკითხს ზაფხულში დაუბრუნდებოდნენ. მაშინ ლეგიონერების ლიმიტმა ამის საშუალება არ მისცა. ახლა კი თავად ხედავთ, რა ხდება“.