ომანელი ჩოგბურთელი ფრანგულ ტურნირს რასიზმში ადანაშაულებს
ომანელი ჩოგბურთელი ფრანგულ ტურნირს რასიზმში ადანაშაულებს

გრანდიოზული სკანდალი მოხდა ამ დღეებში საფრანგეთში ომანელი ჩოგბურთელის ფათმა ალ-ნაჰბანის მონაწილეობით. გოგონამ გააკრიტიკა კლერმონ-ფერანში ჩატარებული ტურნირის ორგანიზატორები და რასიზმში დაადანაშაულა მატჩების მომსახურე მსაჯები.

გოგონამ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ პირველი მატჩის მსვლელობისას, მსაჯმა მას ლეგინგსების გახდა მოთხოვა, რომლებითაც ის ყოველ მატჩში რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე თამაშობს. ფათმამ ახსნა, რომ ამგვარი ტიპის შარვლები წესებით არ არის აკრძალული, როცა მისი სიგრძე მუხლების ზემოთაა. მაშინ რეფერიმ პრინციპულობა გამოიჩინა და თხოვა ჩოგბურთელს კიდევ ხუთი სანტიმეტრით მაღლა აეწია შარვლის ტოტები.
მაგრამ, მთავარი მოვლენები მეორე მატჩის მსვლელობისას განვითარდა, რომელშიც ალ-ნაჰბანი ფრანგ მირტილ ჟორჟეს ხვდებოდა. ომანელი ჩოგბურთელი იძულებული გახდა, მესამე სეტში მიეტოვებინა შეხვედრა. ფათმას შემდეგი პრეტენზიები ჰქონდა მსაჯების მიმართ:

1. არბიტრი გეიმებს შორის შესვენებისას, მუდმივად რაღაცას ეჩურჩულებოდა ჟორჟეს.
2. მთავარი მსაჯი ცვლიდა ხაზის მსაჯების გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალ-ნაჰბანის სასარგებლოდ იღებდნენ. გოგონამ აღნიშნა, რომ ამგვარი მოქმედების შედეგად, მან ვერ გამოიყენა მეორე სეტში შვიდი მატჩბოლი. აქედან ხუთჯერ სწორედ მთავარი არბიტრის გამო.
3. ბოლო გადაწყვეტილება, რომელმაც თამაშის გაგრძელებაზე ფათმას უარი გამოიწვია ის იყო, რომ ომანელმა ჩოგბურთელმა მსაჯის პროფესიონალიზმისკენ მოუწოდა და ამის გამო ქულის ჩამორთმევით დაისაჯა.

„ჩემი მეტოქე ფრანგულად იგინებოდა და მლანძღავდა ისე, რომ ეს მესმოდა მეც და ტრიბუნებს, მაგრამ მას გაფრთხილება არ მისცეს. მე კი დამსაჯეს იმის გამო, რომ პროტესტი გამოვთქვი! მსაჯი თავიდანვე ჩემს წინააღმდეგ იყო განწყობილი, მაგრამ მე არ შემეძლო პროტესტი, სუპერვაიზერის გამოძახება – საერთოდ არაფერი. არადა, ეს ყველაფერი ჩემი უფლებებია“.

„ინსტაგრამში“ მომხდართან დაკავშირებით ალ-ნაჰბანიმ აღნიშნა, რომ მსაჯის ამგვარი მოქმედების მიზეზი შეიძლება იყოს რასიზმი. და ამის გამო, ჩოგბურთელმა საერთაშორისო ფედერაციას მიმართა.

„რატომ მომეპყრნენ ასე? იმიტომ, რომ მუსულმანი ვარ? იმიტომ, რომ დედაჩემი ჰიჯაბს ატარებს? იმის გამო, რომ არაბულად ვლაპარაკობ? მე მუსულმანი ვარ და ვამაყობ ამით. დავიცავ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. არ მივცემ უფლებას, ასე მოგვეპყრან“, – განაცხადა ფათმამ.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას უკვე ჰქონდა რეაგირება ალ-ნაჰბანის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ყველანაირად რასიზმის გამოვლინებების წინააღმდეგ გამოდის. ამიტომაც, მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ალ ნაჰბანის WTA-ის დონეზე არც ერთი გამარჯვება არ აქვს მოპოვებული. 27 წლის ჩოგბურთელი 422-ე ადგილზეა კლასიფიკაციაში.