საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაასახელა შემადგენლობა უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის. მიწვეულ მოთამაშეებს შორის არ აღმოჩნდა „მილანის“ ფორვარდი ოლივიე ჟირუ, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია.
მეკარეები – უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი);
მცველები – ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი), რაფაელ ვარანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი), ჟიულ კუნდე (სევილია, ესპანეთი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია);
ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ორელიან ტუამენი (მონაკო), კორენტენ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია), ჯორდან ვერეტუ (პომა, იტალია);
ფორვარდები – კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ქარიმ ბენზემა (რეალი, ესპანეთი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი, გერმანია).
1 და 7 სექტემბერს საფრანგეთის ნაკრები შინ მიიღებს ბოსნიასა და ფინეთს, 4 სექტემბერს კი გასვლაზე შეხვდება უკრაინას.