„ჩელსის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 32 წლის ფრანგი ფეხბურთელი სტემფორდ ბრიჯის ბინადარი 2019-2020 წლების სეზონის დასრულებამდე იქნება.
„ბედნიერი ვარ ახალი კონტარქტის გაფორმებით. ნამდვილად ძალიან მინდოდა კიდევ ერთი წლით დარჩენა“, – განაცხადა ჟირუმ. – „ამ კლუბისა და ოჯახის წევრად დასაწყისიდანვე ვიგრძენი თავი და იმედი მაქვს, რომ ტიტულებს კიდევ მოვიგებთ“.
აღსანიშნავია, რომჟირუს ძველი კონტრაქტი უკვე ამოწურული ჰქონდა და შეეძ;ო თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასულიყო ნებისმიერ გუნდში.
გამოცდილი ფორვარდი „ჩელსის“ შემადგენლობაში 2018 წლის იანვრიდან თამაშობს, მანამდე კი ექვსი წელი „არსენალში“ გაატარა, სადაც 180 მატჩში 73 გოლის გატანა მოახერხა.