ოლივერ კანი - რონალდო არ შეესაბამება „ბაიერნის“ ფილოსოფიას #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ ოლივერ კანმა გამორიცხა გერმანიის ჩემპიონის რიგებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს გადასვლა.
„მე ვაფასებ რონალდოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესოს მსოფლიოში, მაგრამ ამგვარი ტრანსფერი არ შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას“, – განაცხადა კანმა ჟურნალისტ ფრანკ ლინკეშთან ინტერვიუში.
როგორც ირკვევა, „ბაიერნი“ მართლაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს რონალდოს აგენტთან, მაგრამ გარიგება არ შედგება მიუნხენელთა ბომბარდირის რობერტ ლევანდოვსკის სხვა გუნდში წასვლის შემთხვევაშიც კი.
გასულ სეზონში რონალდომ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.