ოლიმპიურმა ჩემპიონმა აშშ-ის კონგრესის შენობაზე შტურმში მონაწილეობა აღიარა #1TVSPORT
ცურვაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კლიტ კელერმა კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის საქმეში ბრალდების შვიდი პუნქტიდან ერთ-ერთში ბრალი აღიარა, – იტყობინება გაზეთი USA Today.
ამა წლის ექვს იანვარს, როცა კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა და ჯო ბაიდენი პრეზიდენტად უნდა გამოეცხადებინა, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ვიდეოში ჩანს მამაკაცი აშშ-ის ნაკრების ქურთუკში. ჟურნალისტებმა მასში ცნობილი მოცურავე კელერი ამოიცნეს. მოგვიანებით, იგივე დაადასტურეს მოცურავის ყოფილმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა.
პროკურატურასთან გარიგების თანახმად, 39 წლის ამერიკელმა აღიარა კაპიტოლიუმში შეჭრა და ბრალდებულად სცნო თავი ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით. მან გამოთქვა სურვილი – ითანამშრომლოს გამოძიებასთან სხვა ბრალდებების მოხსნის სანაცვლოდ.
კელერმა, შესაძლოა, 21-დან 27 თვემდე ვადით პატიმრობა მიიღოს. მომდევნო ჯერზე ის სასამართლოში 16 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს.