ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები კორონავირუსის პანდემიის გამო, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის დაწყებას მაყურებლების გარეშე აპირებენ.
ესტაფეტის სტარტი 25 მარტს, ფუკუსიმას პრეფექტურაში, ფეხბურთელთა მომზადების ცენტრიდან არის დაგემილი. ის 121 დღე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, ცეცხლი იაპონიის 47-ივე პრეფექტურას მოივლის.
იგეგმება, რომ ესტაფეტის სტარტისთვის ჩანიშნული ღონისძიებები საზოგადოებისთვის დახურული იქნება. ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ თავიდან აიცილონ ხალხმრავალი შეკრებები და ესტაფეტა უსაფრთხო გარემოში ჩაატარონ. ამასთან, დაცული იქნება ანტივირუსული ყველა ზომა.
ორგანიზატორები ამ ღონისძიებების ყველა დეტალს მოგვიანებით გამოაცხადებენ, ამასთან, ყურადღებით დააკვირდებიან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუციას.
ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.