ამომავალი მზის ქვეყნის ლეგენდა, ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და აზიის ორგზის ჩემპიონი კაორი მაცუმოტო ტატამზე ბრუნდება.
მაცუმოტო, რომელიც 2017 წლის ივლისში გოგოს დედა გახდა ამბობს, რომ ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.
კაორი მაცუმოტოს მიზანია, დედის ამპლუაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდეს.