ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა #1TVSPORT
ტოკიოში ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევაა რეგისტრირებული, – ამის შესახებ იტყობინება სააგენტო NHK.
წყაროს ცნობით, COVID-19-ზე დადებითი ტესტი ჩააბარა უცხოური ნაკრების წევრმა, მაგრამ ის სპორტსმენი არ არის. ინფიცირებულის შესახებ სხვა ინფორმაცია არ არსებობს, მათ შორის, რომელ ქვეყანას წარმოადგენს ის.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნიგერიის ოლიმპიური ნაკრების დელეგაციის წევრმა იაპონიაში ჩასვლის შემდეგ ჩააბარა დადებითი ტესტი კორონავირუსზე. ის ტოკიოს ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.