ოლიმპიურ ჩოგბურთში ცვლილებებია
ოლიმპიურ ჩოგბურთში ცვლილებებია

2020 წლიდან ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის ფინალი სამი სეტისგან იქნება შემდგარი. ამის შესახებ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია იტყობინება. აქამდე ოლიმპიადებზე მამაკაცების ფინალი ხუთსეტიანი იყო, ანუ სამ სეტის მოგებამდე გრძელდებოდა.

ასევე წერენ, რომ მოხდა ცვლილებები წყვილთა თანრიგის ფორმატში. მესამე სეტის ნაცვლად, გაიმართება ტაი-ბრეიკი 10 ქულის მოგებამდე. ასეთივე წესი იმოქმედებს შერეულ წყვილებში.

ასე რომ, ახალი ფორმატი იმოქმედებს 2020 წლის ოლიმპიადიდან, რომელიც ტოკიოში გაიმართება. ჩატარების ვადებია 24 ივლისი – 9 აგვისტო.