„ოლიმპიაკოსი“ „ხიმკისთან“ განადგურდა, „ჟალგირისმა“ 12-ე მატჩი მოიგო
საკალათბურთო „ევროლიგის“ 19-ე ტური, გუშინ ოთხი შეხვედრით გაიხსნა. ტურნირის ერთერთმა ფავორიტმა, პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ “ხიმკისთან” გამანადგურებელი მარცხი განიცადა.
რუსეთში გამართული მატჩი, ბერძნულმა გუნდმა საშინლად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ, თამაშს ინტრიგა, თითქმის დაკარგული ჰქონდა. იანის სფეროპულოსის გუნდის ჩამორჩენამ 24 ქულა შეადგინა.
მეორე ტაიმი, რომელიც ფორმალობად იქცა, გუნდებმა გადახალისებული შემადგენლობებით ჩაატარეს. საბოლოოდ 82-54 რუსული კლუბის სასარგებლოდ.
მასპინძლებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსეი შვედმა ულიდერა, „ხიმკის“ და რუსეთის ნაკრების კალათურთელმა, 19 ქულით და 7 პასით დაასრულა თამაში.
ჩარლზ ჯენკისის მონაგარმა 16 ქულა შეადგინა. ამ გამარჯვების შემდეგ, გეორგიოს ბარძოკასის გუნდი, სატურნირო ცხრილში, 7-ე ადგილზე გადავიდა. „ოლიმპიაკოსი“ ჯერჯერობით მეორე პოზიციას ინარჩუნებს.
„ხიმკი“-„ოლიმპიაკოსის“ თამაშისგან განსხვავებით, გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, კაუნასში ჩატარებული მატჩი, სადაც „ჟალგირიო არენაზე“ „ჟალგირისმა“ ესპანური „ვალენსია“ მიიღო.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი, 16 ქულიანი უპირატესობით მოიგეს და თითქოს, სანერვიულოც არაფერი ჰქონდათ, თუმცა ვალენსიელებმა, მეორე ნახევარი გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარეს და თამაშს, ბოლო წამებამდე ინტრიგა დაუბრუნეს.
მატჩის დასრულებამდე 1:07 წუთით ადრე, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, უილ ტომასმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და ვალენსიელთა ჩამორჩენა, 1 ქულამდე შეამცირა, დარჩენილ 40 წამში კი, კაუნასლებემა, კევინ პანგოსის და ედგარას ულანოვასის ზუსტი საჯარიმო ტყორცნების წყალობით, რთულ და საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს.
ორივე გუნდის რიგებში, საუკეთესო მაჩვენებელი ტიბორ პლაისს ჰქონდა. გერმანელმა ცენტრმა, 20 ქულა მოაგროვა. უილ ტომასის ანგარიშზე კი, 19 ქულა დაფიქსირდა.
„ჟალგირისს“ აქსელ ტუპანმა ულიდერა. ფრანგმა ფორვარდმა, 18 ქულა მოიპოვა. 11 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემაა, პანგოსის მონაგარი. შარუნას იასიკავუჩუსის გუნდი, გათამაშების ცხრილში, 6-ე ადგილზე გადავიდა და პლეი-ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.
დღეს ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ვიტორიაში, მილანის „ოლიმპიას“ უმასპინძლებს, ხოლო გიორგი შერმადინის „უნიკახა“ მალაგაში, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. ტურის და მთლიანად მეორე წრის ერთერთი გამორჩეული თამაში, ათენში შედგება, სადაც „პანათინაიკოსი“ მოსკოვის „ცსკა“-ს უმასპინძლებს