ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის წინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის წინ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 23 ივნისს ქალაქ ტრენტოში იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, ხოლო 28 ივნისს რიგაში ეგვიპტეს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადის ოთხი საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძვის. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიასა და ფილიპინებთან ერთად მოხვდა. ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი გუნდი გადის, სადაც ისინი B ჯგუფიდან (ბრაზილია, კამერუნი, მონტენეგრო) გასულ პირველ ორ ნაკრებს ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი გამარჯვებულებს შორის ფინალი შედგება. მატჩებს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული გუნდი 2 ივლისს ლატვიას შეხვდება, ხოლო 4 ივლისს – ფილიპინებს.