ოლიმპიადის საკვალიფიკაციო - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფი მონტენეგროსთან მატჩით დაასრულა და მეოთხედფინალში მეტოქეს ელის
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფი მონტენეგროსთან მატჩით დაასრულა და მეოთხედფინალში მეტოქეს ელის

ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მონტენეგროსთან მატჩით დაასრულა. ეს ბალკანური ნაკრები შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტია, რაც აქამდეც დაამტკიცა – ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველები მონტენეგროს ღირსეულად ებრძოდნენ, რაც საბოლოო ანგარიშიდანაც ჩანს – 9:11.

ეს მატჩიც ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს და პლეი ოფში მისი წარმატების იმედი უნდა გვქონდეს. ჩვენმა გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ითამაშებს. მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას საკვალიფიკაციო ეტაპის სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

დატოვე კომენტარი