გაირკვა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ყველა მონაწილე.
ოქროს მედლებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს:
სამხრეთ ამერიკა – არგენტინა, ბრაზილია;
ევროპა – საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი, ესპანეთი;
აფრიკა – კოტ დ’ივუარი, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა;
აზია – იაპონია, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი;
ოკეანეთი – ავსტრალია, ახალი ზელანდია;
კონკაკაფი – ჰონდურასი, მექსიკა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშების მამაკაცთა ტურნირზე 23-წლამდელი ფეხბურთელები თამაშობენ. გარდა ამისა, ყოველ გუნდს შეიძლება განაცხადში ჰყავდეს ნებისმიერი ასაკის სამი ფეხბურთელი.
ტოკიოს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი 2021 წლის 21 ივლისიდან 7 აგვისტომდე გაიმართება. ტურნირის წილისყრა 21 აპრილს გაიმართება.