ოლიმპიადის მეოთხედფინალის შემდეგ საფრანგეთისა და არგენტინის ფეხბურთელებმა მინდორზე იჩხუბეს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ჩხუბით დასრულდა საფეხბურთო ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი საფრანგეთსა და არგენტინას შორის.
შეხვედრა ბორდოს სტადიონზე საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და პერსონალმა პირდაპირ მინდორზე დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა.
ოლიმპიური ტურნირის ნახევარფინალში საფრანგეთი ეგვიპტეს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ესპანეთი და მაროკო ითამაშებენ.