პიონჩანგის ოლიმპიადის ორგანიზატორების ინფორმაციით, თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 70 მილიარდი ვონი დაიხარჯა, რაც 65 მილიონ დოლარს შეადგენს.
“თავდაპირველად, ცერემონიის ბიუჯეტი 100 მილიარდი ვონი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რიო-დე-ჟანეიროს თამაშების შემდეგ გავიგეთ, რომ იქ ცერემონია ორიენტირებული იყო გარემოს დაცვაზე. ამიტომაც, ჩვენმა საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, უფრო ნაკლები თანხა დაეხარჯა, შესაბამისად, მივიღეთ 60 მილიარდი ვონი. ცერემონიამდე ორი თვით ადრე, 10 მილიარდის ოდენობის დამატებითი ბიუჯეტი გამოგვიყვეს, რაც დაგვეხმარა სავარძლებზე LED-მონიტორები დაგვეყენებინა.
რთული იყო, კონკურენცია გაგვეწია წინა ოლიმპიადების ცერემონიებისთვის, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, ეფექტური შოუ გამოგვივიდა“, – განაცხადა ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიის დირექტორმა სინ-ხვან სონმა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე