ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა (ვიდეო)

ოლიმპიურ თამაშებზე საციგაო შეჯიბრის პირველი დაშვება გაიმართა, რომელშიც ორმოცი სპორტსმენი მონაწილეობდა და ქართველმა გიორგი სოღოიანმა, 49.3 წამით, ოცდამეათე შედეგი აჩვენა. რაც შეეხება გამარჯვებულს, ის ავსტრიელი სპორტსმენი დავიდ გლაირშერი გახდა, რომლის შედეგი 47.652 წამი იყო. მოციგავეთა მეორე დაშვება დღესვე, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)