თხილამურებით რბენაში ქალთა შორის შეჯიბრი შვედმა სპორტსმენმა მოიგო. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ფინიშზე დაძაბული ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ მათი პროგნოზები არ გამართლა: შვედმა შარლოტ კალამ ფენომენალურად ირბინა და მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. მეორე ადგილზე ნორვეგიელი მარიტ ბიორგენი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ფინელ კრისტა პარმაკოსკის ერგო.
ამ რბოლის შემდეგ შარლოტ კალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. საერთო ჯამში კი ოლიმპიადებზე მას ხუთი მედალი აქვს მოპოვებული.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ავტორი -
რამაზ ხატიაშვილი